სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
30-12-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება მიმდინარეობდა თავისუფალი საღამოს ფორმატში. მას ამრავალფეროვნებდა სხვადასხვა საკონკურსო ნომრები, აგრეთვე ულამაზესი სიმღერები და ცეკვები ნიჭიერი შემსრულებლებით. საკონკურსო ნომრებში დიდი აქტიურობით ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. მადლობას ვუხდით ჩვენს მეუფე მელქისედეკს ხელშეწყობისთვის და გვერდში დგომისთვის, რადგან გიმნაზიის ცხოვრება გიმნაზიელებისთვის მეტად აქტიური და მოტივირებული გახდა. ამასთანავე, მადლობა ჩვენი გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს - დეკანოზ პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის მოძღვარს დეკანოზ თომას (ლაცაბიძე) მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეტი კომუნიკაცია, სითბო და სიყვარული,  და რაც მთავარია, ერთიანობა და გვერდში დგომა ერთმანეთის. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით, რომ ეს ულამაზესი და სიყვარულით სავსე საღამო ერთად გაგვეტარებინა“,-ნათქვამია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის განცხადებაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება