სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნახტომი სტატუსებში! უფრო მეტი საფიქრალი კი-აღზრდაა!“ - წაბლანის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წლის I სემესტრი გამორჩეული იყო
27-12-2019
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ etaloni.ge-ს წერილი - „ნახტომი სტატუსებში! უფრო მეტი საფიქრალი კი-აღზრდაა!!“ მოაწოდა.

ახალი სასწავლო წლის I სემესტრი სკოლისთვის გამორჩეული იყო.

„2019-2020 ს/წლის I სემესტრი შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლისთვის გამორჩეული იყო როგორც პოზიტიური, იმედისმომცემი ცვლილებებით, ასევე დამაფიქრებელი და განსჯის საგნად ქცეული პროცესებით.

სასწავლო წლის დაწყებას წინ უსწრებდა საპენსიო ასაკს მიღწეული დამსახურებული ოთხეული პედაგოგის სკოლიდან გასვლა. და თუ უკეთესია შვილი სჯობდეს მამასა, სკოლას ერთდროულად ბევრად მეტი უფროსის სტატუსის მასწავლებელი შეემატა, ვიდრე მოლოდინები იყო.

ყველაზე მცირე პედაგოგიური გამოცდილებით და გადამზადებების გარეშე უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო ყველაზე ახალგაზრდა, ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა(რომელსაც სკოლაში ენათმეცნიერად მოიხსენიებენ) მზია იაკობაძემ. ის საგანში 10+ მაქსიმალური კრედიტითა და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეუდგა ახალი სასწავლო წლის მოთელვას. ასევე მათემატიკაში მაქსიმალური 10 კრედიტით უფროსის სტატუსის მასწავლებელმა ზვიად ველიაძემ იტვირთა მაღალი კლასების, მეცნიერებათა​დედოფლის-მათემატიკის სწავლება. ადგილობრივი, პირველი უფროსის სტატუსის ნოვატორი მასწავლებლის, მერი ბერიძის ერთად შეკოწიწებული სლოგანი ,,გაანათლეთ თქვენი ბავშვები და ისინი გასწავლიან როგორ იცხოვროთ თქვენ“ მოქმედების ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ფონს ზურგს უმაგრებს უკვე რამდენიმე წელია მეზობელი სკოლიდან ადგილობრივი გეოგრაფიის სპეციალისტის დეფიციტის გამო მოვლენილი უფროსის სტატუსის მასწავლებელი ჯუმბერ აბუსელიძე, რომელმაც ასევე საგანში მაქსიმალური 10 კრედიტით შეუდგა წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობას, მკაცრი პუნქტუალობით და პასუხისმგებლობით შეძლო ავტორიტეტის მოპოვება და თავის დამკვიდრება.

რეფორმის ეტაპმა შექმნა ისტორიის სწავლებაში ვაკანსია და სკოლას მოევლინა საუკეთესო ადამიანური და პედაგოგიური პოტენციალის, ასევე საგანში მაქსიმალური 10 კრედიტით,​ სერტიფიცირებული, ისტორიაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ზოია ზოიძე“-, ვკითხულობთ წერილში.

იხილეთ  ფოტოები და წერილი „ნახტომი სტატუსებში! უფრო მეტი საფიქრალი კი-აღზრდაა!!“ სულად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება