სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთი ლამაზი დღის შესახებ“- ველევის საჯარო სკოლის მოსწავლე ექსკურსიაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
28-11-2019
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს. 

ექსკურსია შთამბეჭდავი და განსაკუთრებით ემოციური არმოჩნდა სკოლის მოსწავლეებითვის.

etaloni.ge  უცვლელად გთავაზობთ  ველევის მერვეკლასელი ანი არდიას მიერ  მიღებული ემოციების შემდეგ აღწერილ ექსკურსიას:

"ერთი ლამაზი დღის შესახებ - ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ექსკურსიაზე წავიდოდა ჩვენი სკოლა რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად.

თავგადასავალი მიკროავტობუსში ჩასხდომისთანავე დაიწყო: ვუსმენდით მუსიკას, ვხუმრობდით და ვმხიარულობდით. ამბროლაურში რომ ჩავედით, იქ ქალბატონი ნინო ჯებაშვილი დაგვხვდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი და გეზი ზემო კრიხისაკენ ავიღეთ. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მივუყვებოდით მდინარე კრიხულას ულამაზეს ხეობას,  ვიწრო დაკლაკნილ გზას ცის კამარისაკენ მივყავდით, თითქოს უფლის სავანეში მივდიოდით, მართლაც საუფლო ადგილი დაგვხვდა, გარდასულ დღეთა დიდების ნაშთი, უზარმაზარი უთხოვარისა და  ცაცხვის გულღროიანი ხეები თავიანთი ათასწლეულების თავგადასავლის შესახებ უხმოდ გვიამბობდნენ. გაჭირვება და გადარჩენისათვის ბრძოლა რას არ აფიქრებინებს კაცს, ნინო დეიდას თქმით, თურმე მტერს რომ არ შეემჩნია უზარმაზარი ცაცხვის ვარჯში  გაუკეთებიათ ღრო ამოუშენებიათ თონე და შიშიანობის დროს მალულ საცხობად იყენებდნენ. კვამლი ხის გულს მიყვებოდა დაშეუმჩნევლად იფანტებოდა ჰაერში. ჩვენ ბევრი ვიძრომიალეთ იმ ხის ღრუში. გაგვაოცა გადამტვრეული უძველესი ხის ფუღუროში ამოსულმა  და მასზე სართულებად შეხორცებულმა ტყუპმა ხეებმა .სანთლები დავანთეთ მთავარანგელოზის სახელობის უძველესი ფრესკებითა და ჩუქურთმებით შემკულ ეკლესიაში და გზა სოფლის თავისაკენ, გადასახედისაკენ, გავაგრძელეთ. იქიდან სოფელ სხვავის ულამაზესი ხედი გადაიშალა. აღტაცებასთან ერთად საოცარი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, წამოსვლა არ მინდოდა. მერე საელიოც ვნახეთ, წარმართული სალოცავის ნაშთი და დავუყევით კიბულას კლდოვან დაღმართზე დაკიდებულ გზას წარსულის ზღაპრული სამყაროდან დღევანდელობაში დასაბრუნებლად. ამბროლაურში მოვინახულეთ სახვითი ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმის თანამშრომლები გულთბილად შეგვხვდნენ, მეგზურობა გაგვიწია ქალბატონმა ნინო ლაიშვილმა. ისე მომეწონა , ყველა ნახატის სახლში წამოღება მინდოდა, მერე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს ვეწვიეთ, სადაც გამოფენილი იყო ჩვენი კუთხის ისტორიული ძეგლების სურათები, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, ამ პატარა კუთხეში რამდენი ისტორიული ძეგლი ყოფილა! ამასობაში დაღამდა კიდეც და წამოვედით. გზაში ვფიქრობდი: რამდენი რამ გავიგეთ ჩვენი კუთხის შესახებ. მართალია, დავიღალე,  მაგრამ ნამდვილად ღირდა, ისე მდიდარი შთაბეჭდილებით ვბრუნდებოდით".

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება