სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

149 მილიონ ბავშვს აღენიშნება ზრდაში ჩამორჩენა ან ასაკთან შედარებით ზედმეტად დაბალია - გაეროს ბავშვთა ფონდის საგანგებო მოწოდება
19-11-2019
-
+


ბავშვების საგანგაშოდ დიდი რაოდენობა იტანჯება არასაკმარისი კვების მიერ გამოწვეული შედეგებით და კვებითი სისტემით, რომელიც აფერხებს მათ განვითარებას - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში.

ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2019: ბავშვები, სურსათი და კვება“ აღნიშნულია, რომ 3-დან მინიმუმ ერთი, 5 წლამდე ბავშვი ანუ 200 მილიონზე მეტი ბავშვი - ან  გამოუკვებავია, ან ჭარბი წონა აქვს.  6 თვიდან 2 წლამდე ასაკის 3-დან 2 ბავშვი ვერ იკვებება ისეთი საკვებით, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მზარდ ტვინსა და ორგანიზმს. ეს საფრთხეს უქმნის მათი ტვინის განვითარებას, ასუსტებს სწავლის უნარს, ადაბლებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციების რისკს, რამაც შესაძლოა ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს.

ანგარიშში წარმოდგენილია 21-ე საუკუნის ბავშვის კვების დეფიციტის ყველა ფორმის დეტალური შეფასება. ის აღწერს კვების დეფიციტის სამმაგ ტვირთს - არასაკმარის კვებას, აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეულ ფარულ შიმშილს და ჭარბ წონას ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში და მიუთითებს, რომ მსოფლიოში:

149 მილიონ ბავშვს აღენიშნება ზრდაში ჩამორჩენა, ან არის ასაკთან შედარებით ზედმეტად დაბალია;

50 მილიონი ბავშვი არის გამოფიტული ან ზედმეტად გამხდარი თავის სიმაღლესთან შედარებით;

340 მილიონი ბავშვი - ანუ 2-დან 1 ბავშვი იტანჯება აუცილებელი ვიტამინების და ნივთიერებების ნაკლებობით, როგორებიცაა ვიტამინი  A და რკინა;

40 მილიონ ბავშვს ან ჭარბი წონა აქვს, ან მსუქანია.

ანგარიშის მიხედვით, არასწორი და არასაკმარისი კვების პრაქტიკა ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, მაგალითისთვის, ექვს თვემდე ბავშვების მხოლოდ 42%-ს კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. რძეზე დაფუძნებული ხელოვნური საკვების გაყიდვები 2008-2013 წლებში 72%-ით გაიზარდა, მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. მნიშვნელოვანწილად მიზეზი უკავშირდება შეუსაბამო მარკეტინგს, სუსტ პოლიტიკასა და პროგრამებს, რომელმაც უნდა დაიცვას, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ძუძუთი კვებას.

მსოფლიოს მასშტაბით, 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების დაახლოებით 45%  არ იკვებება ხილით ან ბოსტნეულით. ბავშვების დაახლოებით 60% არ ჭამს კვერცხს, რძის ნაწარმს, თევზს ან ხორცს.

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო საგანგაშოა მათი წვდომა არაჯანსაღ საკვებზე, რაც უმეტესწილად გამოწვეულია შეუსაბამო მარკეტინგით და რეკლამით, დამუშავებული საკვების სიჭარბით როგორც ქალაქებში, ასევე შორეულ დასახლებებში. ასევე, იზრდება ხელმისაწვდომობა სწრაფ კვებასა და ჭარბად დაშაქრულ სასმელზე.

კვლევა აჩვენებს, რომ სკოლის ასაკის მოზარდების 42% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან მოიხმარენ გაზიან ტკბილ სასმელებს მინიმუმ დღეში ერთხელ, ხოლო 46% მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვებება სწრაფი საკვებით. ეს მაჩვენებელი იზრდება 62% და 46%-მდე მაღალი შემოსავლის ქვეყნებში.

კვების დეფიციტის მზარდი კრიზისის დასაძლევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საგანგებოდ მოუწოდებს მთავრობებს, კერძო სექტორს, დონორებს, მშობლებს, ოჯახებს და ბიზნესებს, დაეხმარონ ბავშვებს ჯანსაღ განვითარებაში. ამისათვის საჭიროა:

  • ოჯახების, ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ჯანსაღი საკვების მოთხოვნა, კვებასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება და ისეთი ნაცადი კანონმდებლობის გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, შაქრის ბეგარა, რათა შემცირდეს მოთხოვნა არაჯანსაღ საკვებზე.
  • პროდუქტის მომწოდებლების მოტივირება, რომ გადადგან ნაბიჯები ბავშვების სასარგებლოდ,  მათთვის ჯანსაღი, ხელმისაწვდომი და იაფი საკვების მიწოდებით.
  • ჯანსაღი კვებითი გარემოს შექმნა ბავშვების და მოზარდებისთვის ისეთი მიღებული მიდგომების გამოყენებით, როგორიცაა ზუსტი და იოლად გასაგები ეტიკეტების გამოყენება და ბაზარზე არაჯანსაღი საკვების რეკლამის მკაცრი კონტროლი.
  • დამხმარე სისტემების მობილიზაცია, როგორიცაა ჯანმრთელობა, წყალი და სანიტარია, განათლება და სოციალური დაცვა - ნუტრიციული შედეგები ყველა ბავშვისთვის უნდა გაუმჯობესდეს.
  • მაღალი ხარისხის მონაცემების და მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და გამოყენება მოქმედების დასაწყებად და პროგრესის მონიტორინგისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება