სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის რესურსცენტრში სპორტის ექსპერტი „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს შეხვდა
15-11-2019
-
+


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტ გია ბეგიაშვილმა საინფორმაციო პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტის - „ახალი სკოლის მოდელი“ მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ხორციელდება, ასევე სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა ხდება. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით მუშაობენ. „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება