სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროექტი, რომელიც დაიკარგა - თამარ მოსიაშვილი ჩხენკელის განათლების მინისტრად მეორედ დანიშვნას აფასებს
13-11-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, რომელმაც პოსტი გასულ წლის 13 ნოემბერს დატოვა და მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში გააგრძელა. 

ჩხენკელის მეორედ დანიშვნას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი etaloni.ge-სთან აფასებს და აღნიშნავს, რომ მინისტრის ცვლილების მიუხედავად სისტემაში მნიშვნელოვან სიახლეებს არ ელოდება. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს განათლების სისტემას აქვს არა მინისტრის ვინაობა, არამედ სისტემის დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია, დერეგულირებაა.

„მიხეილ ჩხენკელის კვლავ მინისტრად დაბრუნების ფაქტი ახალი ამბავია, ასეთი  გამოცდილება ჩვენ არ გვქონია. მთავარი გამოწვევა რაც განათლების სისტემის წინაზე დგას ეს არის განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია და დერეგულირებაა. დღეს ეჭვი მეპარება ეს პროცესები დაიწყოს, რადგან მოგეხსენებათ, განათლების სისტემის დაფინანსება გაზრდილია. მთელი საგანმანათლებლო სისტემა მიბმულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე, ასევე მის ნახევრად ავტონომიურ უწყებებზე და ახლა განათლების სისტემას სჭირდება პიროვნება, პროექტის მენეჯერი და დირექტორი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ თუნდაც  ეს მრავალმილიონიანი პროექტები ბოლომდე გავიდეს.

განათლების სისტემის მართვა, როდესაც 2000-ზე მეტი სკოლა არის მიბმული, ძალიან რთული და  დამღლელია, როგორც უწყებისთვის, ისე სკოლებისთვის“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მეგაპროექტებისა და პროგრამების საშუალებით იმართება და სახელმწიფოს არ აქვს გაწერილი სტრატეგია.

„მთელი საზოგადოება ელოდება ვინ იქნება ახალი მინისტრი, სინამდვილეში ჩვენ ვერ მივედით იმ ვითარებამდე რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს მინისტრის ვინაობას, არამედ ვიცოდეთ რომ გვაქვს სტრატეგიული გეგმა თუ რას ვაკეთებთ 5-10 წლის განმავლობაში, რა მიზანი აქვს სახელმწიფოს. თუმცა დღეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა არ იციან, რას უნდა ელოდონ.

მაგალითად, გეტყვით, მისი პირველი მინისტრობის დროს ჩხენკელის იდეა იყო, რომ შექმნილიყო სოფლის საგანმანათლებლო კულტურული ცენტრი სკოლების დონეზე.  მისი თქმით, ასეთ სოფლებში სკოლა ღია იქნებოდა სოფლის მოსახლეობისთვის გაკვეთილების დასრულების შემდგომ და მოსახლეობას საშუალება ექნებოდა გაეგრძელებინა სწავლა და გაეღრმავებინა ცოდნა სხვადასხვა დარგში. ეს ძალიან საინტერესო  ინიციატივა იყო, რომელიც აღარ გაგრძელდა, რადგან მიხეილ ბატიაშვილის პირობებში ფუნდამენტური  რეფორმა დაანონსდა. მაშინ განაცხადეს, რომ უნდა გაეკეთებინათ ციფრული სკოლა, რომელიც გულისხმობდა ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ა.შ. ეს არის ეკლექტიკა - ცხადია ციფრულ სკოლას და დისტანციურ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს, ამას მთელი მსოფლიო იყენებს, მაგრამ სოფლის სკოლის იდეა იყო ძალიან კარგი რომელიც დაიკარგა. ეს იმის ბრალია რომ საქართველო იმართება მეგაპროექტების საშუალებით.

ერთადერთი მიმართულება თუ შეიძლება რომ შეიცვალოს, თუმცა მე ამის მოლოდინი არ მაქვს, არის ის რომ ქვეყნის განვითარება დეცენტრალიზაციის მიმართულებით წავიდეს, რომ ქვეყანამ უარი თქვას 2000-ზე მეტი სკოლის მიკრომენეჯმენტით, მეგაპროექტებითა და პროგრამებით მართვაზე, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია, რადგან პოლიტიკური გუნდი ამისთვის მზად არ არის“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

იხილეთ ასევე: განათლების მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

როგორი იყო მიხეილ ჩხენკელის ხედვა განათლების მინისტრობის დროს?


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება