სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზერტის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
30-10-2019
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის ძალიან შემეცნებითი და ინფორმაციულად საინტერესო აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული არქეოლოგიური ფონდი.

მუზეუმის ფონდი მოიცავს 85 ათასამდე ექსპონატს: არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, ქართულ და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გუჯრებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია პერიოდული გამოცემებიც.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები და სხვა სახის მასალა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება