სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' ახალგაზრდებს ჩვენი ცოდნის გამოვლენაში გვეხმარება'' - დღეს ''ისნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
18-05-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ისნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 
  
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში ისნის რაიონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ''ეტალონისგან'' სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები თავიანთ განწყობასა და ემოციებს გვიზიარებენ.
 
თბილისის N77 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ჭეიშვილი:

''ძალიან საინტერესო კონკურსია. მოსწავლეებს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გავუწოთ ჩვენს თანატოლებს, ჩვენი ცოდნა გამოვავლინოთ. მოხარული ვარ, რომ ამ შეჯიბრში ვმონაწილეობ.''

თბილისის N77 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მიშა ხეცაძე:

''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ახლგაზრდებს ჩვენი ცოდნის გამოვლენაში გვეხმარება. ცოტას ვნერვიულობ.''

თბილისის N97 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ნოზაძე:

''ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. გამარჯვების იმედი, სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს. პროექტს საგანმანათლებლო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.''

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ისნის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.


 
























 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება