სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უნდა ვხედავდეთ პედაგოგების სოციალური პირობების გაუმჯობესების ყოველდღიურ პროგრესს“ - გიორგი გახარია გორში მასწავლებლებს შეხვდა
19-10-2019
-
+


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, რეგიონებში შეხვედრები ყოველთვის პედაგოგებით დაიწყება.

მთავრობის მეთაურმა რეგიონებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შიდა ქართლით, გორით დაიწყო, სადაც გორის სამხატვრო სკოლის შენობაში პირველი შეხვედრა მასწავლებლებთან გამართა. შეხვედრაზე მან მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების სფეროსა და 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, სწორედ პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყო.

„არ არის შემთხვევითი ის, რომ რეგიონებში გასვლას ვიწყებთ შიდა ქართლით, გორით და, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას ვიწყებთ პედაგოგებთან და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორთან. ამას თავისი ახსნა აქვს. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ. პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. ასევე სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში, ჩვენი მედიკოსები და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას კრავს პოლიცია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანები, მათ შორის ბიზნესში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მასწავლებლებთან შეხვედრაზე განათლების რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. არ მინდა ზედმეტი სიტყვები ვთქვა იმაზე, რომ ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს. ყოველდღიურ პროგრესს როგორც ჩვენი პედაგოგების სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის და მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება