სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უნიკოდმა 46 ქართული მთავრული ასო-ნიშანი დაამტკიცა
12-05-2017
-
+


უნიკოდმა 46 ქართული მთავრული ასო-ნიშანი დაამტკიცა.

უნიკოდის ტექნიკურმა კომიტეტმა მიიღო ქართული მხრიდან შეთავაზებული წინადადება და 46 მთავრული ასო-ნიშანი დაამტკიცეს უნიკოდში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, ქართული მთავრული ასოები (სასათაურე ასოები, რომელიც ALL CAPS ფუნქციით გამოიყენება) ხელმისაწვდომი იქნება უნიკოდში. 

ეს გულისხმობს, რომ ციფრულ სამყაროში, სრულყოფილად შეძლებს ქართული ასო-ნიშნები ინტეგრაციას და შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტიპის – ქართული მთავრულის – გამოყენება არა მხოლოდ დოკუმენტში, წიგნში ან პლაკატზე, არამედ ელ-ფოსტაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში და ა.შ.  
 
რა არის უნიკოდი?

უნიკოდის ყოველ სიმბოლოს შეესაბამება უნიკალური რიცხვი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პლატფორმაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პროგრამაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ენაა. 
 
ფაქტობრივად, კომპიუტერებს ურთიერთობა აქვთ მხოლოდ რიცხვებთან. მათ ნებისმიერი ასოსთვის ან სიმბოლოსთვის გამოყოფილი აქვთ უნიკალური რიცხვი.  
 
უნიკოდის გამოგონებამდე არსებობდა ასობით სხვადასხვა სახის კოდირების სისტემა, ასოების რიცხვებთან დასაკავშირებლად.  
 
არც ერთი კოდირების სისტემა არ შეიცავდა საჭირო რაოდენობის სიმბოლოებს: მაგალითად, მხოლოდ ევროსაბჭოს ესაჭიროება რამოდენიმე განსხვავებული კოდირება, რათა დაეკმაყოფილებინა ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ენები.  
 
ცალკეული ენებისათვის, როგორიცაა ინგლისური, არ არსებობდა ისეთი კოდირება, რომ ადეკვატური ყოფილიყო ყველა ასოს, სპეცსიმბოლოსა და პუნქტუაციის ნიშნისათვის.
  
წყარო: www.marketer.ge 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება