| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ამ კვირის განმავლობაში ორი დღეა მნიშვნელოვანი - ოთხშაბათი და ხუთშაბათი. პერიოდი ურთულესია - ივნისი-ივლისში დაშვებული შეცდომები ახლა გამოიღებენ შედეგს. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია 15-20 ოქტომბრამდე.
იხილეთ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის შესახებ:
ვერძი - ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ჯანმრთელობა კი - არამდგრადი. არ გადაუხვიოთ იმ პროექტებს, რასაც აქამდე ახორციელებდით;
კურო - საკმაოდ ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, მაგრამ უკომპრომისო ხართ, ეს შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს სახლში და სამსახურში;
ტყუპები - სერიოზული კონფლიქტები და დაძაბულობა გელით პარტნიორულ სფეროში როგორც ბიზნესში ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. ენერგოტონუსი დაბალი და იღბლიანობაც დაბალი გაქვთ. ახალი საქმე არ დაიწყოთ;
კირჩხიბი - კონფლიქტების და დაძაბულობის ტენდენცია სახლში და სამსახურში მატულობს ემოციური გაღიზიანების ფონზე. შეინარჩუნეთ დიპლომატიურობა;
ლომი - შანსი გაქვთ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, მაგრამ ურთიერთშინაგანი წინააღმდეგობა ინიციატივის გამოვლენაში ხელს შეგიშლით. შესაძლოა უცნობმა ადამიანებმა მოგატყუოთ. ნუ ენდობით სხვის რჩევებს;
ქალწული - ყველაზე კარგად გრძნობთ თავს. შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად და იდეების რეალიზაციისთვის საუკეთესო პერიოდი გაქვთ, თუმცა გსურთ რომ სხვას მოახვიოთ საკუთარი ნება-სურვილი. ცოტა მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა გმართებთ;
სასწორი - ყველაზე მძიმე პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი ძალიან დაბალი გაქვთ. ემოციური მდგომარეობა კი - ძალიან ცუდი. ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრები - ყველაფერი ერთად თქვენს წინააღმდეგაა. ყველაზე დიდი კოსმიური გამოცდა თქვენ წინაშეა;
მორიელი - ძლიერია, აქტიურია და ენერგიულია. გარკვეულ წარმატებებს მიაღწევთ, მაგრამ გაითვალისწინეთ პროვოკაციები მატულობს, ფარული მტრებს არ უხარიათ თქვენი წარმატებები და იყავით ფრთხილად.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. მშვილოდსანი ქალწულთან ვერ მეგობრობს. შეიძლება მოტყუებული აღმოჩნდეს. არ დაიწყოთ ახალი საქმე;
თხის რქა - კარგი პერიოდია შემოქმედებითი განვითარებისთვის, თუმცა დაძაბულობის ტენდენცია სახლში და სამსახურში მატულობს;
მერწყული - ყველაფერი ისე არ გამოგივათ ამ კვირაში, როგორც გინდათ. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. სახლში დაძაბულობა მოიმატებს. ეს კვირა ფრთხილად გაიარეთ. შემდეგი კვირიდან გექნებათ კარგი პერიოდი;
თევზები - მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები მოქმედებენ თქვენ წინააღმდეგ. ახალი სარისკო საქმეები არ დაიწყოთ.
უფრო ვრცლად იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვამაყობთ თითოეული თქვენი წარმატებით“
დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა