სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ბაღში ადაპტაციის პროცესი უმტკივნეულოდ დასრულდეს - რჩევები ბაგა-ბაღ „მზესუმზირასგან“
14-09-2019
-
+


ადაპტაცია ახალ გარემოსთან, ახალ ადამიანებთან ზოგჯერ ისეთი დიდი პრობლემაა, რომ ბავშვის ცრემლებით, ქცევის დარღვევებით და ბოლოს, საბავშვო ბაღზე საბოლოოდ უარის თქმით სრულდება.

რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ ადაპტაციის პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს, ბაგა-ბაღი „მზესუმზირა“ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გვიზიარებს. 

„საბავშვო ბაღში ცრემლიანი თვალების გარეშე

იმ პირველი დღის ყველა დედიკოს ეშინია. პატარა ბაღში მიგყავს და ფეხები უკან გრჩება. რომ იტიროს? რომ არ მოინდომოს დარჩენა? რომ არ ჭამოს?
ადაპტაცია ახალ გარემოსთან, ახალ ადამიანებთან ზოგჯერ ისეთი დიდი პრობლემაა, რომ ბავშვის ცრემლებით, ქცევის დარღვევებით და ბოლოს, საბავშვო ბაღზე საბოლოოდ უარის თქმით სრულდება.
მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ ადაპტაციის პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს.

სანამ სასწავლო წელი დაიწყება

  • ადაპტაცია, უმჯობესია, დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. ხშირად მოუყევით ბავშვს, რომ ის მალე საბავშო ბაღში წავა, სადაც მასწავლებელი და ბევრი ახალი მეგობარი ეყოლება, სადაც ახალი სათამაშოები, გართობა და მხიარულება ელის. დაანახეთ საბავშო ბაღი საუკეთესო კუთხით.
  • სასწავლო წლის დაწყებამდე ესტუმრეთ საბავშვო ბაღს. ერთად დაათვალიერეთ ის ოთახი, სადაც მას ყოფნა მოუწევს. შეხვდით მასწავლებელს. გაისეირნეთ ბაღის ეზოში.
პირველი დღე ბაღში

  • შეეცადეთ, დილიდან მხიარული განწყობა შეუქმნათ პატარას, აქციეთ ეს დღე ზეიმად, ამაში ამაღლებული განწყობა, ახალი სამოსი და მცირე საჩუქარიც დაგეხმარებათ.
  • საბავშვო ბაღში მისვლისას კიდევ ერთხელ წარუდგინეთ მასწავლებელი და აღსაზრდელი ერთმანეთს. შეეცადეთ, ბავშვმა იგრძნოს, რომ მასწავლებელი თქვენთვის ახლობელი და სანდო ადამიანია.
  • პირველ დღეებში ნუ დატოვებთ ბაღში მთელი დღის მანძილზე, თანდათან გაზარდეთ დაყოვნების დრო.
  • გამომშვიდობება არ უნდა იყოს ხანგრძლივი. ამან შესაძლებელია კიდევ უფრო გააღიზიანოს ბავშვი. 
  • დაემშვიდობეთ მოკლედ და გულთბილად და დაჰპირდით, რომ სულ მალე მიაკითხავთ.
  • სახლში დაბრუნებისას აუცილებლად მოაყოლეთ შთაბეჭდილებები და შექება არ დაგავიწყდეთ
წარმატებებს გისურვებთ! “- აღნიშნულია ბაგა-ბაღის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება