გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
13-09-2019
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ია ზედგინიძეს და დაწყებითი კლასების პედაგოგს ლია კოვზირიძეს უფრო მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.