კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგმა იჯრან ველიევამ სტატუსი აიმაღლა
13-09-2019
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა იჯრან ველიევამ სტატუსი წარმატებით აიმაღლა.
იჯრან ველიევას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა პედაგოგს სტატუსის ცვლილებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.