სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტრო მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტებს უფასოდ სთავაზობს
06-09-2019
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის, წლის ბოლომდე, izrune.ge-ს ტესტების საფასურს დაფარავს. სამინისტროსა და izrune.ge-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა.

izrune.ge მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტია, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

საიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი  მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში.

Izrune.ge-ზე ​ სასკოლო საგნების მიხედვით შედგენილი ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები მოსწავლეებისთვის ყოველ ხუთშაბათს იქნება ხელმისაწვდომი. შემაჯამებელი ტესტის გავლას კი, მშობლის ჩართულობით,  ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე ზრუნვის დღეს“ შეძლებენ.

ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“ და ამ დროს მოსწავლეები შეკითხვებს კლასიკური ნაწარმოებებიდან მიიღებენ. ყოველი მეოთხე ხუთშაბათი კი, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას - გზა ევროპისკენ“ მიეძღვნება.

Izrune.ge-ზე მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი ინდივიდუალური ტესტი მზადდება.

საიტზე დარეგისტრირება მშობლებსა და შვილებს მარტივი პროცედურის გავლით შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კლასის დამრიგებელს, სკოლის დირექტორს ან რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 000 197; 577 68 32 32


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება