სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რა გაანგარიშებით არის დათვლილი მასწავლებლის გაზრდილი ხელფასი - განათლების სამინისტროს განმარტება
31-08-2019
-
+


მას შემდეგ, რაც დაანონსდა, რომ სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება და შესაბამისად, მოიმატებს სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგოც, etaloni.ge-ს კითხვით არაერთმა პედაგოგმა მიმართა. კერძოდ, მათ აინტერესებთ დეტალებში გარკვევა, თუ კონკრეტულად რა გაანგარიშებით არის დათვლილი გაზრდილი ხელფასი და რა კონკრეტული დანამატები იგულისხმება ამ თანხებში. 

ჩვენი რესპონდენტების შეკითხვებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პასუხობს:  

- მასწავლებლის ხელფასი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: საათების რაოდენობა, მუშაობის სტაჟი, აკადემიური ხარისხი, სტატუსი და ასევე, ჰყავს თუ არა მას სადამრიგებლო კლასი. არის თუ არა ყველა ეს კომპონენტი აღნიშნულ ხელფასში გათვალისწინებული, თუ ეს არის მხოლოდ სტატუსის დანამატი?

- მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშება ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა, სამუშაოს სპეციფიკა, სქემით განსაზღვრული სტატუსი და სკოლის მაღალმთიანი დასახლებაში მდებარეობა.

- რამდენ საათიანი დატვირთვა იგულისხმება აღნიშნულ თანხებში (მაგალითად, უფროსი მასწავლებლისთვის გათვალისწინებულ 1011 ლარში) და შედის თუ არა მასში დამრიგებლობის ანაზღაურება? კიდევ რა დანამატები იგულისხმება ამ თანხაში, გარდა საათობრივი ანაზღაურებისა? გვაინტერესებს თანხის გაშიფვრა, რომ უფრო თვალსაჩინო და გასაგები იყოს მასწავლებლისთვის.

- სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის დარიცხული ხელფასი, რომლის სამუშაო სტაჟი 5 წელს აღემატება და აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი განისაზღვრება: 542.70 ლარს (მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო) + 470 ლარი (სტატუსის დანამატი)=1012.70 ლარს. შესაბამისად 1011 ლარში იგულისხმება უფროსი სტატუსისა და სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი.

- თუ მასწავლებლის სრული დატვირთვა არის 15 საათი, მაშინ განაკვეთი რაღას ნიშნავს, რაც 18 საათით განისაზღვრება?

- სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში, ხოლო სტატუსის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად, საჭიროა მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა კვირაში 15 საათი.

- ხელფასები, როგორც ჩანს, მაქსიმალურ მონაცემებზეა დათვლილი, მაგრამ ის ათასობით მასწავლებელი, ვინც წელს პირველად შევა სკოლაში, სათანადო სტაჟისა და გამოცდილების გარეშე, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ანაზღაურებას? 

- მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშება ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა, სამუშაოს სპეციფიკა, სქემით განსაზღვრული სტატუსი და სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა. შესაბამისად, სხვადასხვა კვალიფიკაციის, სხვადასხვა სტაჟის და დატვირთვის  მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სხვადასხვაა.

- წლების განმავლობაში მასწავლებლების ხელფასების ზრდა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, თუმცა, სკოლის დირექციას,  ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს ხელფასი ერთხელაც არ მომატებია. ახლახან დაანონსდა მისი ზრდა 20 პროცენტით, რაც მისასალმებელია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ცვლის თუ არა საერთო სურათს ეს უმნიშვნელო მატება იმ შემთხვევაში, როცა სკოლის ადმინისტრატორი დილიდან საღამომდე, უმეტესწილად, 300 ლარად ემსახურება სკოლას და უამრავ მასწავლებელს, დამლაგებელი კი, ვისაც სკოლაში სისუფთავისა და ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა ევალება, ასევე საღამომდე, 150-160 ლარად მუშაობს?

- როგორც  კითხვაშივე ჩანს, მასწავლებელთა  ხელფასების ზრდა ეტაპობრივად ხორციელდება, ეს ზრდა აქამდე არ შეხებია სკოლის დირექციას, ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს. სწორედ 2019 წელს დაიძრა პროცესი და შესაძლებელი გახდა 20%-იანი ზრდა მათი ანაზღაურების. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და ტექ-პერსონალის ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.

იხილეთ ასევე: „ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი

მასწავლებლების გარდა, ანაზღაურება გაეზრდებათ საჯარო სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს და რესურსცენტრების თანამშრომლებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება