სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი მიხეილ ცქვიტაია
23-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი მიხეილ ცქვიტაია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე მიხეილ ცქვიტაიას შესახებ მოკლე დახასიათება და ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მიხეილ ცქვიტაია მიხეილ ცქვიტაია 1996 წლიდან მუშაობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლად. მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა. იგი ცდილობს ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, შესძინოს ცხოვრებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ და კონკურენტუნარიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რათა შეძლონ წვლილი შეიტანონ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში.

მიხეილი ცდილობს სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური მსმენელისა და ფასილიტატორის როლი შეასრულოს, ხოლო თავად მოსწავლეები სასწავლო პროცესის მთავარი მოქმედ პირებად აქციოს. ის ხშირად იყენებს სხვადასხვა ინტერაქციულ მეთოდს, რათა ყველა მოსწავლე აქტიურად ჩართოს ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებში. მაგალითად, დაბალი აქტივობის მოსწავლეთათვის მან შექმნა „ბუბუს თამაშები“, ბანქოს ტიპის თამაში, რომლებზეც ფაქტები, სურათები და ელემენტებია აღბეჭდილი. თამაშის პრინციპი ისაა, რომ უდიდესს მიჰყავს უმცირესი ან ბარათები თვისობრივად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს.

სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მან სკოლაში ჩამოაყალიბა სამოქალაქო კლუბი, ინტელექტ-კლუბი „ჭკვიანი ბუ“, ეკო-კლუბი „მწვანე რეინჯერები“, გრაფიკოს-ანიმატორთა კლუბი „ პატარა ანიმატორი“, „ლიტერატურული ოდა!“ კოლეგებთან ერთად – „მკითხველთა კლუბი“, კინო-კლუბი“. თანამშრომლობს „გლობალური გარემოს დაცვის ფონდთან“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“, ასოციაცია ,,ათინათთან’’, „ჰაბის რეგიონულ კორპუსთან“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის თანადამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „მომავლისათვის“ და არის აქტიური წევრი ქალთა საინიციატივო ჯგუფისა „თანასწორი“ – „ქალთა გაძლიერება მომავლისათვის“.

პროფესიისა და საგნის პოპულარიზაციის მიზნით, იგი პერიოდულად უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულებთან მიხეილ ცქვიტაია არის რესურსცენტრთან არსებული ჩხოროწყუს მასწავლებელთა კლუბის აქტიური წევრი.

მიხეილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ბიუროს შექმნაში, რომელიც მუშაობის ერთი ფანჯრის პრინციპით და მოქალაქეთა მომსახურებას ამარტივებს. ასევე, მან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი „სპეკალი ჩვენს სკოლაში – მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით“, რომელიც ითვალისწინებდა გაკვეთილების ვიდეოგადაღებასა და განხილვა-გაანალიზებას. მისი აქტიურობით მოპოვებული გრანტების საერთო რაოდენობამ, სკოლისა და თემის განვითარებისათვის, ოთხ ასეულ ათას ლარს გადააჭარბა.

ბიოგრაფია

მიხეილ ცქვიტაია დაიბადა 1973 წლის 2 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. დაამთავრა დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის საერო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 2001 წელს ჩაირიცხა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1996 წლიდან მუშაობს საერო სკოლა-გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად და დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. 2002 წლიდან მუშაობს სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლისათვის“. არის სათემო განვითარების საინიციატივო ჯგუფის წევრი. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა ათეულის წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება