სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა
15-06-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია. ხუთი ფინალისტი  კი მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გამოვლინდება. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. 

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

  • თამარ ადამია - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ხათუნა გოგალაძე - ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის და ბუნებებისმეტყველების მასწავლებელი;
  • ლაურა გოტიაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის, ქართული როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე - ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთინო მერებაშვილი - სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ინგა მოსიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი; 
  • სალომე ფურცხვანიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი;
  • მიხეილ ცქვიტაია - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი გადაეცემა  და „ბაქსვუდის“ სკოლა დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2-კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ კი სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს. სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოებს. დაჯილდოვდებიან ასევე საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრებიც.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მაშინ კონკურსის გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

პროექტის ფარგლებში, ალათუმანის საჯარო სკოლა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლას სტუმრობდ

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება