სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანიაში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ
22-08-2019
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები - თიკო მამუკელაშვილი და ნიკოლოზ სვიმონიშვილი გერმანიის ქალაქ ბიბერხის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გერმანულ საზაფხულო ბანაკში პოლონელ, იტალიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად 10 დაუვიწყარი დღე გაატარეს.

„გერმანიის ქალაქ ბიბერხს თელავთან დიდი ხნის მეგობრობა რომ აკავშირებს, ყველა თელაველმა იცის. სასწავლო, შემეცნებითი, სპორტული თუ კულტურული ერთობლივი ღონისძიებები საოცრად ალამაზებს ამ მრავალწლიან მეგობრობას. წელსაც, ქალაქ ბიბერახის „ინიციატივით“ გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანიც მოსწავლეებში გერმანული ენის ცოდნის გამოვლენა იყო.

საკონკურსო პირობები ითვალისწინებდა შეთავაზებული ორი თემიდან მოსწავლეს შეერჩია ერთ-ერთი და დაეწერა ესე გერმანულ ენაზე. ეს გამოწვევა მიმზიდველი აღმოჩნდა სკოლის მე-11 კლასელებისათვის. ჩაერთნენ კონკურსში, დაწერეს თემები, არ დაიშურეს ცოდნა, განათლება, ინტელექტი... და გერმანიიდან დადებით პასუხიც მიიღეს: თემები მოიწონეს! ასე აღმოჩნდნენ ბიბერახის საზაფხულო ბანაკში სკოლის, ახლა უკვე, მე-12 კლასელები: თიკო მამუკელაშვილი და ნიკოლოზ სვიმონიშვილი. 10 დაუვიწყარი დღე გერმანულ საზაფხულო ბანაკში პოლონელ, იტალიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად! ეს სასიამოვნო საჩუქარი მათ ცოდნისათვის დაიმსახურეს! გილოცავთ!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება