სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - ბათუმის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მენაბდე​
21-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის ბათუმის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მენაბდე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე მაია მენაბდეს შესახებ მოკლე დახასიათება არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მაია მენაბდე ასწავლის ბათუმის N3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა ,,განათლებაში“. მისი მოღვაწეობის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპია: „მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა ბავშვებს, რადგან ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს, რომ თავისუფლებას დამსახურება უნდა და მისი მოპოვების შემდეგ პასუხისმგებლობაც იზრდება“.

მაია თვლის, რომ ბავშვის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია სამი რამ: სჯეროდეს, რომ უფროსები მის აზრს ნებისმიერ სიტუაციაში მოისმენენ და  გაითვალისწინებენ; არ ეშინოდეს შეცდომის დაშვების და სწორედ უფროსების დახმარებით უნდა შეძლოს, ეს შეცდომა პიროვნული ზრდისთვის გამოიყენოს; მაქსიმალურად მიეცეს საშუალება, გამოავლინოს და განავითაროს თავისი ფანტაზია.

სწორედ ამ სამი პრინციპით ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რომ მაიას მოსწავლეები არ არიან ჩაკეტილი მხოლოდ საკლასო გარემოში და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გაიფართოვონ ინტერესის სფერო. კლუბსაც თვითონ ხელმღვანელობენ, ხშირად თავადვე იფიქრებენ ისეთ პროექტებს, რომლებშიც სხვა სკოლის ბავშვებსაც შეეძლებათ ჩართვა. ასეთი იყო სწორედ მათ მიერ მოფიქრებული  „ლიტერატურული ბანაკები“, მონოლოგების კონკურსი ,,8 წუთი – 8 ამბავი“. სწორედ ამ ტენდენციის გამო უკვე სკოლადამთავრებულებიც ცდილობენ, ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

მაია მენაბდე თვლის, რომ მასწავლებლობა ყველაზე შემოქმედებითი, არარუტინული და მუდმივად განვითარებადი პროფესიაა და სწორედ ამიტომ ცდილობს სხვადასხვა კონკურსში, გადაცემებსა თუ საინტერესო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. სტატიებით მაქსიმალურად ცდილობს, გაუზიაროს და აჩვენოს სხვებს თავისი პედაგოგიური გამოცდილება. 2017 წლიდან არის ჟურნალის ,,მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთის -„mascavlebeli.ge“ ავტორი. ასევე,  2019 წელს გრიფირებული მე-7 კლასის  ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი. კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება როგორც  ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი.

მაია თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე-მასწავლებლები თავიანთი საქმიანობით გახდნენ მაგალითისა და სტიმულის მიმცემი სხვებისთვის. ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს მოსწავლეების ინიციატივით დაარსებულ ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბს“, რომლის გამოცდილება და საქმიანობა ბევრი სხვა კლუბის დაარსების წინაპირობა გახდა“.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება