სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ კონკურსში - „მოვუაროთ სკოლას“ გაიმარჯვა
15-07-2019
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ ორგანიზებით, კონკურსის და კამპანიის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში მონაწილეობა ფონდის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლოთ. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო.

კონკურსის შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, მათ შორის ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სპეციალური პრიზები და სასკოლო ტექნიკა გადასცა.

ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება, ასევე სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგებლობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის განვრცობა-პოპულარიზაცია.

პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება