სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „ბავშვობის ოთხი წელი“ გაიმართა
10-07-2019
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-4-3 კლასის ხელმძღვანელმა მარიკა სანიკიძემ გამოსაშვები ღონისძიება - „ბავშვობის ოთხი წელი“ ჩაატარა. 

მეოთხეკლასელებმა გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოცია, ოთხწლიანი მეგობრობის ისტორია, იმღერეს, მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები და ფრაზები.

მშობლებმა, მასწავლებლის ამაგის დასაფასებლად ღონისძიების ბოლოს კლასის ვარსკვლავი -  „მარიკას - პირველი მერცხლები“ გახსნეს. 

კლასის ხელმძღვანელმა, ღონისძიების დასასრულს ბავშვებს მიმართა.

„ყველაფერი 2015 წლის 15 სექტემბერს დაიწყო, სკოლის ეზოში საზეიმო განწყობა სუფევდა, გულისფანცქალით გელოდით ყველას. ჯერ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მე უკვე მიყვარდით. მაშინ სულ პაწაწინები, 6 წლისანი იყავით, გაფართოებული თვალებით მოხვედით ჩემთან,ზოგს დედ-მამა მოგაცილებდათ, ზოგს ბებია-ბაბუა, მე თქვენი მასწავლებელი ვარ - ასე გაგეცანით. ჩაგკიდეთ ხელი, უფროსებს თბილად დავემშვიდობეთ და მივიხურეთ საკლასო ოთახის კარი, დავრჩით, მხოლოდ მე და თქვენ და ასე დაიწყო ჩვენი ოთხწლიანი ისტორია. მე გასწავლეთ 33 ასო, ჩემი ხელით გაქარგინებდით ულამაზეს ქართულ ანბანს, თამაშით გასწავლეთ ციფრები და მათთან საუბარი. მე გასწავლეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეთ, მაგრამ აუცილებელია ნებისმიერ აზრს პატივი სცეთ. მოსმენა გასწავლეთ უფროსების, ერთმანეთისა და თქვენი გულის მოსმენა.
გასწავლეთ, თუ თამაშისას დამარცხდებოდით არ დანებებულიყავით, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ძალა ერთობაშია, ყოველთვის ამას გეუბნებოდით, და როცა ბოლომდე დაიხარჯებოდით, საერთოდ არ დამარცხდებოდით. მე გასწავლეთ დაკვირვება, რათა ისეთი რამეები აღმოგეჩინათ, რასაც სხვები ვერ ხედავენ, ან არ უნდათ დაინახონ. მე ვცდილობდი დამერწმუნებინეთ, რომ თუ კი სამართლიანები იქნებოდით, თქვენს ნებისმიერ აზრს გავამართლებდი, მხარს დაგიჭერდით და ვიამაყებდი თქვენით. 
მე იმედი გასწავლეთ, ხვალინდელი დღის იმედი, იმედის გულით ტარება, იმედის არ დაკარგვა. სიმამაცე გასწავლეთ, სიმართლის თქმის სიმამაცე და მჯერა სხვისი დადანაშულება არასოდეს მოგინდებათ, რომ დაიცავთ ერთმანეთს და გექნებათ ერთმანეთის იმედი. და მთავარი, ღიმილი გასწავლეთ ჩემო პატარებო, ახლა უკვე დიდებო, კისკისი გასწავლეთ, ლაღი და ხალასი... და ბოლოს... მე ვიყავი მრჩეველი და ფსიქოლოგი, როცა თქვენს პრობლემებს ვაგვარებდი. მე ვიყავი ექიმი, როცა გტკიოდათ, გიხუტებდით გულში და ყურში ჩაგჩურჩულებდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ტკივილი მალე გაივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა... მე ვიყავი და ვიქნები თქვენი ერთგული მეგობარი და მესაიდუმლე.
მე ვიყავი თქვენი პირველი მასწავლებელი და ვამაყობ ამით. ვცდილობდი, თქვენი თვალებით შემეხედა სამყაროსათვის და თქვენი დახმარებით ჩემში მიძინებული ბავშვობა გააღვიძეთ... ამისთვის გიხდით მადლობას! მადლობას გიხდით, ამ ოთხი დაუვიწყარი წლისთვის! გუშინდელი დღე, უკვე წარსულია, ტკბილი წარსული... ხვალინდელი დღე მომავალია, ლამაზი და ბედნიერი მომავალი, დღევანდელი დღე რეალობაა... არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ყველას მინდა გითხრათ, რომ უზომოდ მიყვარხართ! მეამაყებით! მეთბილებით! არასოდეს დაგივიწყებთ და იმედი მაქვს, თქვენც არასოდეს დაგავიწყდებით, თქვენი პირველი მასწავლებელი! მერი (მარიკა) მასწავლებელი“,- მიმართა მარიკა სანიკიძემ მეოთხეკლასელებს. 

„წარმატებები! მარიკა მასწავლებელო! მართლაც ულამაზესი და დაუვიწყარი საღამო აჩუქეთ ბავშვებს, იმ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომლებიც აუცილებლად გაამართლებენ თქვენს იმედებს! მე ვარ მოწმე იმ უსაზღვრო სიყვარულისა, ზრუნვისა, თუ მეგობრული ურთიერთობებისა, რომელსაც თითოეული მათგანის მიმართ ავლენდით, ეს იყო თქვენი პირველი გამოშვება, პირველი წარმატებული ნაბიჯი, მინდა გისურვოთ მომავალშიც ასეთი ლამაზი, ჯანსაღი და საამაყო თაობა აღგეზარდოთ!“,- აღნიშნავს მასწავლებელი ხათუნა გასიტაშვილი.

„არაჩვეულებრივი ოთხწლიანი ურთიერთობის არაჩვეულებრივი დასასრული გვაჩვენეთ დღეს მარიკა მასწავლებელო, სიტყვებიც ზედმეტია, დღეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეთ, თუ რამდენი სითბო და შრომა ჩადეთ ამ ბავშვებში. მე მინდა როგორც თქვენ, ასევე ჩვენს პატარებს წარმატებები გისურვოთ სულ წინ-წინ გევლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მეამაყებით!“, - ამბობს მოსწავლის მშობელი თამთა შარიქაძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


სკოლები
საწრეო მუშაობას პედაგოგი ეკატერინე ათაბაძე ხელმძღვანელობს
მოსწავლეები შეხვდნენ რეიჯერს და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები გამოავლინეს
გაკვეთილს ესწრებოდა კურიკულუმის ექსპერტი შორენა ტყემალაძე
სიახლეები
საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი
ხელისუფლების ამჟამინდელ მთავარ მიღწევად მოსახლეობის 4% განათლებას ასახელებს
გაკვეთილის გეგმის ფორმაში პედაგოგებმა უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია
საინტერესო
ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ თერჯოლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხონის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
საზოგადოება