სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოკუპირებული აფხაზეთიდან 172 აბიტურიენტი მონაწილეობს
03-07-2019
-
+


ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს.  სხვადასხვა არხების, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება - არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რომ რუსული ბარიერები დაეძლია. ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ.

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150-ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილს პრობლემა შეექმნა.

ასევე იხილეთ: „მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის“ - ირინა აბულაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების შესახებ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება