სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Junior NBA-GBF ლიგაში წარმატებით იასპარეზეს
02-07-2019
-
+


2018-2019 წლების სეზონის Junior NBA-GBF ლიგაში მეორე ადგილი მოიპოვა „იუტა ჯაზის“ სახელით მოასპარეზე გუნდმა „ქუთაისი 1“-მა. გუნდის წევრები წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - სანდრო კვერნაძე, ნიკოლოზ კაკლიაშვილი, გერა ჭეიშვილი, დაჩი ცეცხლაძე და თორნიკე ჭოხონელიძე არიან. 

ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზას აკადემიის პირველი გუნდი რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტის ფარგლებში, Junior NBA-GBF-ის "ა" ლიგის ოთხთა ფინალიდან 3 გუნდი ფედერაციის თანადაფინანსებით გაემგზავრება ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ და მომავალი, 2019-2020 წლების სეზონში მიიღებს მონაწილეობას ამ ასაკში კონტინენტის ყველაზე მრავალეროვან ტურნირში.

როგორც მოგეხსენებათ, Junior NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია, ტარდება.  

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება