სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების სამ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
02-07-2019
-
+


გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების სამ კონკურსში წარმატება მოიპოვეს.

საქართველოსა და ევროპას შორის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ესეების რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული 28 მოსწავლე დააჯილდოვეს, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადასცეს.

პირველი კონკურსი -ესეების კონკურსი სამინისტრომ მოსწავლეებისთვის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩაატარა, რომელიც დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის საფუძველზე წარმოედგინათ დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი კრებისადმი მიძღვნილი ესე. I ადგილი და 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა გორის N12 საჯარო სკოლის XI კლასის  მარიამ მახვილაძეს.

მეორე  კონკურსი  - საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ესეების კონკურსი - „მომავლის ევროპელი“ - „Imagining the European of the future?“ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც შეეცადნენ, წარმოეჩინათ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა. II ადგილი და 900 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა გორის N12 საჯარო სკოლის XI კლასის  მარიამ მახვილაძეს.

მესამე კონკურსი - „მინდა გაგაცნო საქართველო" მონაწილე მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში ბლოგების სახით საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის გზამკვლევები შექმნეს. - ჟიურის სიმპატია  -  და 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის  მოსწავლეებს: მარიამ მაისურაძეს, თორნიკე მაისურაძეს და ნიკოლოზ ცხვედაძეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება