სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე აბიტურიენტებს - კომენტარები
01-07-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. I სესია 9 საათზე, II სესია კი - 3 საათზე დაიწყო.

როგორც II სესიიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს, გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

გთავაზობთ აბიტურიენტების კომენტარებს თუ რა საკითხები შეხვდათ  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე:

„ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ შემხვდა. ტექსტის რედაქტირება ჰალსტუხზე იყო. ესე იყო დასაწერი - მოწინააღმდეგეზე ძალადობა სისუსტის მაჩვენებელია თუ არა? მთლიანობაში საშუალო სირთულის ტესტი იყო“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

„რთული არ იყო ტექსტის რედაქტირება, საკმაოდ მარტივად დავწერე. თემები იყო ერთი გოდერძი ჩოხელის „ანაბარი“ და მეორე ლექსი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“. ესეს ფორმულირება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით გვეკითხებოდნენ რამდენად გამართლებულია სხვისი ჩაგვრა განსხვავებული აზრის გამო“,- აცხადებს N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

„არსებობს მოსაზრება, როდესაც მოწინააღმდეგის დამცირება ითვლება ცუდ ქმედებად და ითვლება უძლურებად - ეს თემა იყო არგუმენტირებულ ესეში მოსული. პროგრამული იყო „ფიქრი მტკვრის პირას“. ასევე გოდერძი ჩოხელის „ანაბარი“. ტექსტი დასარედაქტირებელი იყო ჰალსტუხზე“,- ამბობს N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“ იყო. ესე იყო - მოწინააღმდეგე როცა ამცირებს და შეურაცხყოფს თავის ოპონენტს, ამით თავის უძლურებას წარმოაჩენს... საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. კარგი დამკვირვებლები გვყავდა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ საკუთარი ნამუშევრით“,- ამბობს დიანა კუტუბიძე.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა რთული აღმოჩნდა არაქართულენოვანი აპლიკანტისთვის:

„საკმაოდ გამიჭირდა ტექსტის რედაქტირება, ესე უფრო მარტივად დავწერე. რაც შეეხება თხზულებას, ლექსი ავირჩიე და „ფიქრნი მტკვრის პირას“ -  ეს დავწერე. საგამოცდო გარემო მშვიდი იყო და არანაირი ხარვეზი არ შეგვქმნია ჩემს სექტორში არავის“,- განაცხადა N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ასევე იხილეთ: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I სესიის საკითხები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება