სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირობები არ არის, ერთი სკამია და ლამის დასწრებაზე ვართ...“ - როგორ გარემოში ელოდებიან აბიტურიენტებს გულშემატკივრები
01-07-2019
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  აბიტურიენტებს წელსაც ტრადიციულად გარეთ ელოდებიან გულშემატკივრები, რომელთა ნაწილიც ტროტუარებზე გარეთ მზეში ზის.

როგორ აფასებენ თავად ადგილზე გარემოს, ამის შესახებ მოლოდინის რეჟიმში მყოფ მშობლებსა და გულშემატკივრებს ვკითხეთ:

„ერთი სკამია და ლამის, დასწრებაზე ვართ მშობლები ვინ დაჯდება. პირობები არ არის, ისე ამბობენ დიდები არიანო, გეგონება, 40 წლის ხალხზე ლაპარაკობენ. შვილია და ვნერვიულობთ, გვინდა რომ გავამხნევოთ. ორი  სკამის დადგმა რა გახდა არ ვიცი, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, მთავარია, ბავშვმა კარგად დაწეროს და გავუძლებ როგორმე ამ გამოცდებს",- აცხადებს etaloni.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი მშობელი.

„ბოლო წუთებია და ძალიან ვნერვიულობ უკვე. ამდენი ხანი რას წერს ამისთანას ძალიან მაინტერესებს. გარემოზე რა გითხრათ, თქვენც ხედავთ, სკოლის გალავანთან ვსხედვართ ასე შუაგულ მზეში. კიდევ კარგი, ქარი მაინც არის და არ გვცხელა, თორემ როგორ უნდა გამეძლო 4 საათი აქ არ ვიცი",- განაცხადა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა თბილისის N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.

„როგორ გითხრათ, ვიცოდი რომ არ იქნებოდა პირობები და შეგუებული ვარ. ჩემს შვილს არც უნდოდა რომ წამოვყოლოდი მაგრამ მე ვერ გავჩერდი. რა თქმა უნდა, თუ ჩვენთვისაც იქნება პირობები კარგია, მაგრამ ამჟამად ბავშვები პირველ ადგილზე არიან",- აცხადებს მშობელი.

რატომ არ არის წელს მშობლებისთვის მოწყობილი საგამოცდო გარემო, თუნდაც, ისე როგორც გასულ წელს იყო, როცა მერიამ მომლოდინეებს სკამები დაუდგა და ამით მათ შედარებით გაუადვილდათ ლოდინის პროცესი? - ამ კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს მიმართა.

„რაც შეეხება სკამებს, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, წინა წელსაც თავიდან არ იყო და შემდგომ დადგეს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ასობით მშობელი მოდის და ეს სკამები მაინც არ არის საკმარისი. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ ყველა პირობა.

მშობლებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ აქ იყვნენ და დაელოდონ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 18 წლის ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოვიდნენ გამოცდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვუშლით დალოდებას და ამის შესაძლებლობა მშობლებს აქვთ. ამასთან, ყველა ტერიტორია არის ისეთი, სადაც ახლომახლო არის კაფე ან პარკი ან გასასვლელი და მშობლებს შეუძლიათ იქ გადაინაცვლონ თუ ცენტრთან დიდხანს ვერ გაჩერდებიან. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ, 1000 აბიტურიენტს იღებს თითოეული ცენტრი და  შეიძლება 500 მშობელი მოვიდეს და ასეთი პირობები არ გვაქვს და იმედია გაგვიგებთ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება