სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წერეთლის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
24-06-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლის 6 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. ორ მოსწავლეს ოქროს მედალი, ოთხს კი ვერცხლის მედალი გადაეცა. 

 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები მარნეულში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში მარნეულელი წარჩინებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მარნეულს 2017- 2018 სასწავლო წლის 8 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. 15 წარჩინებული მოსწავლე რომლებმაც მედლებზე დაასრულეს სწავლა,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს, კაპანახჩის, წერეთელის, ქალაქ მარნეულის №5 და №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდა ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა. აგრეთვე მუნიციპალიტეტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცა, მარნეულის ადგილობრივი რესურსცენტრისა და ხუთივე სკოლის ადმინისტრაციას, წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის. მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს მუსიკის თანხლებით, გაიჭრა სამახსოვრო ტორტიც. 

„6-ჯერ გამოაცხადეს მარნეულის მუნიციპალიტეტის,  წერეთლის საჯარო სკოლა მედალზე - 2 ოქრო და 4 - ვერცხლი!!! გილოცავთ სიამაყით! წარმატება ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს! მე მჯერა მათი!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება