სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვალდებულია თუ არა სკოლა, შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა
18-09-2017
-
+


სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულება და შემადგენელი ნაწილები 

1. სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის. 
2. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმა და სკოლის მისიას. 3. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა: ა) სკოლის მისიის განსაზღვრა; ბ) სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება; 13 გ) საგნის/საგნების მიხედვით საგნობრივი პროგრამების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამებისგან განსხვავებული პროგრამით მუშაობას; დ) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა; ე) სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა. 
4. სასკოლო სასწავლო გეგმა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) სკოლის მისია; ბ) სასკოლო საათობრივი ბადე; გ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით; დ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა); ე) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა; ზ) IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი - IX კლასში, 4 გაკვეთილი - XI კლასში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი; თ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის; 
5. საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრების და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. 
6. სკოლა მომდევნო წლის სასკოლო სასწავლო გეგმისათვის მუშაობას იწყებს სასწავლო წლის დასრულებისთანავე განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე. 
7. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის საჯაროობა (გარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა), მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით (ვებგვერდზე ან სოციალურ გვერდზე განთავსებით, საინფორმაციო დაფაზე განთავსებით, ბუკლეტის გავრცელებით და ა.შ.).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება