სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის'' - ''ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
13-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სტეფანწმინდის N1 სკოლაში სკოლაში ჩატარდა.

ყაზბეგის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გრიგოლ სეთურიძე, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი, სტეფანწმინდის N1 სკოლის დირექტორი დიანა ქუშაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სიონის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოფიკო გუჯარაიძე დაეუფლა. 

''ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის''სოფიკო გუჯარაიძის თქმით, ''ეტალონში'' მონაწილეობით დიდი გამოცდილება მიიღო:

''ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ. ჩემს ახლობლებსა და მეგობრებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი წარმატება. ''ეტალონში'' მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი გახარებული ვარ, ემოციების გამოხატვა მიჭირს.''

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გრიგოლ სეთურიძემ აღნიშნა, რომ ინტელექტ-შეჯიბრი ეროვნულ საქმეს ემსახურება:

''ეტალონმა'' ძალიან გაგვახარა. მადლობა ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ''ეტალონი'' ორიგინალური და უკვდავი პროექტია. ინტელექტ-შეჯიბრი ეროვნულ საქმეს ემსახურება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩას და იმ ადამიანებს, ვინც მხარს უჭერს ამ პროექტის განვითარებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.''

რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილის თქმით, ღონისძიება ხალისიან გარემოში მიმდინარეობდა:

''ღონისძიება ხალისიან და მხიარულ გარემოში მიმდინარეობდა, არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, ბავშვებიც კეთილგანწყობილები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ამინდის მიუხედავად, საკმაოდ დიდი აუდიტორია შეიკრიბა. ჩვენ მხარში ვუდგავართ ამ პროექტს.''

''ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სოფიკო გუჯარაიძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება