სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართულ ენაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
03-06-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში.


გაკვეთილის თემა: კვირა დღე ტყეში 

გაკვეთილის ტიპი: სამოდელო

მასწავლებელი: ლეილა მჟავანაძე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებლის დახმარებით შეძლებენ მარტივი ტიპის საინფორმაციო ტექსტში პრობლემის გამოკვეთას, დისკუსიის საფუძველზე მარტივად გააანალიზებენ ამ პრობლემით გამოწვეულ რისკებს და შეძლებისდაგვარად დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, თანმიმდევრული იყო და მიზანს მიაღწია. მასწავლებელმა გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს უჩვენა ფოტო კოლაჟი, რომელიც ასახავდა ამ კლასის ბუნებაში, პიკნიკზე ყოფნას. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბუნებაში ქცევის წესები, რომლებიც შეისწავლეს ტყეში პიკნიკზე ყოფნისას და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა საგაკვეთილო თემის ირგვლივ.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მარტივი საინფორმაციო ხასიათის ტექსტი და მოინიშნეს მათთვის უცნობი სიტყვები, შემდეგ გამოთქვეს სავარაუდო ვარიანტები სიტყვების მნიშვნელობების შესახებ, ერთმანეთის დახმარებით შეეცადნენ კონტექსტის მიხედვით აეხსნათ უცნობი სიტყვები, სადაც ჩანდა თუ როგორ დახვეწილი აქვთ სოციალური უნარი.

მოსწავლეებმა ინსტრუქციების ჩვენების შემდეგ წყვილში შეასრულეს საკლასო დავალებები, საიდანაც ჩანდა ამ ასაკში, როგორ აქვთ განვითარებული მოსწავლეებს თანამშრომლობითი უნარი. შეძლეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებების არგუმენტირებულად გამოთქმის საშუალება. ჩანდა თუ რაოდენ დახვეწილი იყო ამ ასაკის მოსწავლეებში მსჯელობის, მოსმენისა და განსხვავებული აზრის მიღების უნარი. ისინი ინაწილებდნენ ფუნქციებს და ერთად ასრულებენ დავალებას. 
სწორად შეაფასეს და გააანალიზეს მათი ჩართულობა და შესაძლებლობები, ამ ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე ჩანდა, რომ თვითშეფასებისა და ობიექტურობის უნარი კარგად ჰქონდათ განვითარებული.მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ასაკი პრეოპერაციულ სტადიას მოიცავს, მათი აზროვნება და ინტელექტი აღემატებოდა აღნიშნულ სტადიას.
გაკვეთილი იმდენად ბუნებრივი იყო, რომ შეფასების ჯგუფის წევრების მოლოდინს გადააჭარბა, მათ ნახეს ბავშვები რა კარგად ფლობდნენ ბლუმის ტაქსონომიას, მოსწავლის ეთიკისა და ქცევის წესებს, აქტიური მოსმენის კულტურა კი თვალშისაცემი იყო. 
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა გამოკვეთეს მათი მოლოდინები, რომლებიც დასასრულს გამოჩნდა, თუ როგორ გამართლდა.
მათ კარგად აქვთ განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარიც, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში, როგორ დაიმკვიდრონ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი. 

ბოლოს იპოვეს პრობლემის გადაჭრის გზები , დაამზადეს ლოზუნგები, რომელზეც ასახული იყო თუ რა პრევენციული ზომების გატარებაა საჭირო ეს პრობლემა, რომ აღმოვფხვრათ.

ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა იოსებ აბულაძემ და შეფასების ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დაწყებითი კლასის პედაგოგს ქალბატონ ლეილა მჟავანაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის, წინსვლა და წარმატებები უსურვეს მომავალში.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება