სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე  „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებული გახდა
03-06-2019
-
+


11 მაისს, საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში.

კონკურსში მონაწილეობა 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო და 3 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა
I ადგილი ქალაქ რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლემ მარიამ ქართველიშვილმა დაიკავა.

საქართველოს ფოსტამ გამარჯვებულს საჩუქრად გადასცა სერთიფიკატთან ერთად ნოუთბუქი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისალოცი წერილი და ჯანრი კაშიას თერთმეტტომეული. 
მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ – „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ".

„მსოფლიო საფოსტო კავშირში" გაიგზავნება კონკურსის გამარჯვებულის, 12 წლის მარიამ ქართველიშვილის წერილი – „ჩემი გმირი", რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში და მარიამი გაემგზავრება შვეიცარიაში.

სკოლა მიღწეულ წარმატებას ულოცავთ მარიამს, და  ასევე მისი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნანი შარიქაძეს, წარმატებებს უსურვებენ მარიამს საერთაშორისო კონკურსზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება