სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის საჯარო სკოლა პროექტში - „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების გზით“ არის ჩართული
03-06-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლა, უკვე მეორე წელია, რაიონის რამდენიმე სკოლასთან ერთად პროექტში - „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების გზით“ არის ჩართული. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს.

„პროექტში ჩვენი სკოლის 15 მოსწავლე არის აქტიურად ჩართული. სკოლაში პროექტს კურირებს ახალგაზრდა პედაგოგი მარიამ ყორღანაშვილი. პროექტის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადაეცა ვიდეო აპარატურა, ბოლნისსა და განჯაში პერიოდულად ტარდება ტრენინგები, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად ჩართულია სკოლის ადმინისტრაცია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწყობა ექსკურსიები, ძირითადი ყურადღება გადატანილია არტეფაქტების შეგროვებაზე.

ამ მიმართულებით, ერთ- ერთ შეხვედრაზე ნინოწმინდის სკოლამ წარადგინა დავალებები, რომლებიც მოიცავდა ზეპირსიტყვიერების აქამდე უცნობ ნიმუშებსა და არტეფაქტებს ზედაშესთან დაკავშირებით.

ამა წლის 21 იანვარს რაიონის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა ლიტერატურული სამაგიდო თამაში „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც ესწრებოდა ავტორ-შემდგენელი ლევან გელაშვილი. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გამოავლინეს დამაკმაყოფილებელი ცოდნა პოემის გარშემო. დასასრულს, სკოლას საჩუქრად გადმოგვცეს ლიტერატურული ლოტო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება