სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
30-05-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნონა ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. 

„იმ დღეებს შორის, რომლებიც ქართველი ერის მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება, არის 1978 წლის 14 აპრილი-ქართული ენის დღე.  დიდი ხნის დუმილის შემდეგ პირველი ამბოხისა და იმედის დღე, რომლის აღნიშვნა ტრადიციად იქცა.

სწორედ ამ მოვლენას გამოეხმაურნენ ნინოწმინდის საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები ღონისძიებით. მოსწავლეებმა ერთაქტიანი პიესებით, სკეტჩებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „გვამოგზაურეს“, გვიჩვენეს და მოგვასმენინეს აღმოსავლეთ
და დასავლეთ საქართველოს დიალექტური ფორმები, მეგრულ და სვანურ ენებზე წაგვიკითხეს ლექსები, ყურადღება გაამახვილეს ბარბარიზმებზე.

ღონისძიების II ნაწილში ისაუბრეს ქართველი სალიტერატურო ენის შესახებ, როგორც უძველეს და უმდიდრეს ენაზე, ქართულ ანბანზე; წაიკითხეს გამონათქვამები და ლექსები მშობლიური ენის შესახებ, იმღერეს. ამ დღისთვის მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი და კონკურსი -„საუკეთესო კალიგრაფი“ ჩაატარეს,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სასკოლო ფორმების ფასი ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ბაზრის კვლევა თავიდან ჩატარდება

 

 

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს

მინისტრის მოადგილე სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება