სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
25-04-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ეზოში დაირგო კოლხური ბზის ნერგები, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეებმა გაახარეს. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, ტრადიციულად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და კლასის ხელმძღვანელებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საუბრები ჩაატარეს.

„ღონისძიების დროს მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ერთი ნიუანსი, რომ დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადარნი დაიხოცნენ. საქართველო 1990 წელს შეუერთდა ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას.

სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ არასოდეს შეწყვეტენ  ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვას და ეს დღე - 22 აპრილი, მუდამ ემახსოვრებათ, როგორც დედამიწის საერთაშორისო დღე.
 
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და თანამშრომელს მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება