სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ხურციძე კონკურს „შენ სისხლო ჩემო“-ს გამარჯვებული გახდა
25-04-2019
-
+


23 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი, დეკლამატორთა რეგიონული კონკურსი შენ სისხლო ჩემოგაიმართა, რომელშიც, იმერეთის 7 მუნიციპალიტეტის 13 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.


ვანის მუნიციპალიტეტიდან 8-12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ხურციძე, ხოლო 13-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლე თიკა რამიშვილი გამოდიოდა.


კონკურსანტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. მათი გადაწყვეტილებით, უმცროსი ასაკის მონაწილეებში I ადგილის მფლობელი და კონკურსის გამარჯვებული გახდა გიორგი ხურციძე.


ყველა მონაწილეს სამახსოვროდ, საჩუქრად გადაეცა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მაისურები, ხოლო გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, წიგნები და სუვენირები.


მონაწილეებს მიესალმა და ჯილდოები გადასცა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილეებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ღონისძიებაში ჩართულობისათვის და გამოთქვეს სურვილი, კულტურული პროგრამის ფარგლებში, მომავალში აქტიურ ურთიერთთანამშრომლობასა და დაახლოებაზე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკაკის ძიძისეული სახლი მოინახულეს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ძიძისეულ მოსასვენებელ, უზარმაზარ, ჭრელ ფიცრულა ტახტზე ჩამწკრივებულები სიამოვნებით ისმენდნენ გიდის მიერ ნაამბობ ისტორიას, რომელიც დიდი მგოსნის ბავშვობისა და ცხოვრების წლებს უკავშირდება.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება