სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 საჯარო სკოლაში პროექტი - „ცეცხლი, მეგობარი თუ მტერი“ განხორციელდა
23-04-2019
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლის მე2(1) კლასში პროექტი - „ცეცხლი, მეგობარი თუ მტერი“ განხორციელდა.

პროექტს პედაგოგი ქალბატონი ეკატერინე ამბროლაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო, ბავშვებში ცეცხლსაშიში ნივთების მიმართ დამოკიდებულებაზე ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა დაიცვან თავი თუ აღმოჩნდებიან სიტუაციაში, როცა ცეცხლი  ჩნდება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ სახანძრო სამსახურს, სადაც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე და მისგან თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებზე უფრო მეტი ინფორმაცია მოისმინეს.

„შემდეგ ეტაპზე კი სკოლაში მოვიწვიეთ „მხიარული ლაბორატორია“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბავშვების ცნობიერების ამაღლებაში. წარმოდგენილი იყო სახალისო სიტუაციები ცეცხლთან დაკავშირებით. ბავშვებმა მიიღეს საინტერესო ცნობები და რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში.

ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ბავშვებს თავად უნდა გამოეტანათ დასკვნა - ცეცხლი მეგობარია თუ მტერი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება