| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 სკოლა იმ ორმოცდაათ სკოლას შორისა, სადაც „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრიდან დაიწყო „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამის განხორციელება.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს სასკოლო კულტურის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად აქტივობები ოთხი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება:
1.კონსტრუქტივისტულ-საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
2. ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში;
3. სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
4. წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა
ამასთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა კონსტრუქტივისტულ-საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის მორიგი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა კურიკულუმის ქოუჩი შორენა ტყემალაძე.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ