| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული 85 ქულით მოიპოვა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაიამ.
,,დღე არ გავა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა არ წავიკითხო, ინტელექტის ასამაღლებელი წიგნებიდან კითხვებზე არ ვიფიქრო და შესაბამისი პასუხების გაცემა არ ვცადო“ - ასე ხსნის ანი თავის წარმატებას.
გარდა წიგნების კითხვისა - მისი ჰობია სიმღერა (არის სკოლის მგალობელ გოგონათა გუნდის ერთ-ერთი სოლისტი), ცეკვა (5 წლის განმავლობაში დადიოდა ხალხურ ცეკვებზე), სიამოვნებით თამაშობს ფრენბურთს, სასკოლო ღონისძიებებზე არაერთხელ გამოუჩენია სამსახიობო ნიჭი.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მიიჩნევს, რომ: ,,ანის წარმატება არ ყოფილა შემთხვევითი. ანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თვალსაჩინო წევრია. წარმატებებს ვუსურვებთ მას საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად“.
იხილეთ ფოტო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მე-5 კლასელები, დამრიგებლის - ნატალია მურჯიკნელის ხელმძღვანელობით, ბათუმს სტუმრობდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას