სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა
05-04-2019
-
+


ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლალი იარაჯული.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლალი აქტიური სპორტული გოგოა, მისი დამრიგებელი კი ენერგიული ეთერი გოგოლაძეა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ახალციხელ მოსწავლეებში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის შემდეგი სახეობები: მშვილდოსნიბა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ველოსპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ფარიკაობა, რაგბი, ჰოკეი და სხვა. სპორტსმენებიდან კი მოსწონთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები: ფეხბურთელი ლიონელმ მესი, ბოდიბილდერი არნოლდ შვარცნეგერი, ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, პარამაფარიკავე ირმა ხეცურიანი, ახალციხელი ძალოსანი ამირან გოგოლაძე და სხვები.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით

მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ისაუბრეს მათთვის საინტერესო პროფესიებზე და წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები
 

პირველკლასელებმა - ანანო ფირცხელანმა და კატო გირგვლიანმა დედაენის შემქმნელის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება