სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მარიამ ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ამშვიდებს - „საგანგაშო არაფერია“
05-04-2019
-
+


„მინდა, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი კენჭისყრის შედეგით, მიღებული გადაწყვეტილება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის შესახებ არ იცვლება.

„აღნიშნულით ის მოცემულობა და გადაწყვეტილება არ იცვლება, რაც არის მიღებული. ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა. მხარდაჭერის პრობლემა არ არის, არის ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები არსებობს. ორი შესაძლებლობა გვაქვს – არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენოთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემა არ გვაქვს, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვცდილობთ, გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი. როგორც კი ეროვნული ბანკის მოხსენება დასრულდება და თუ დროულად დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება, კენჭისყრის პროცედურას მივუბრუნდებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. 

კანონპროექტით ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება