| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების რეფორმის განხორციელების პირველ წლებში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება საჯარო სკოლების განვითარებას მიექცევა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საშუალო განათლების მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და სწავლების მიმართულებით.
„განათლების ხუთივე დონე წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და ბმა ხუთივე დონეს შორის უნდა იყოს ჰარმონიული. სხვანაირად, ჩვენს ქვეყანაში ადამიანურ კაპიტალს ვერ განვავითარებთ ისე, როგორც წარმოგვიდგენია. პირველ რიგში, მე გამოვყოფდი საშუალო განათლებას - სკოლას. ნებისმიერი განათლების სისტემა დგას საშუალო სკოლის წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა საშუალო განათლებაში, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე სწავლების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია სკოლებში, რათა მივიღოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შევძლოთ, რომ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში გვქონდეს მაღალი სტანდარტის სკოლები. აქედან გამომდინარე, პირველ წლებში განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ საშუალო სკოლებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ