| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე სლოგანით - „არავინ დატოვო მიღმა“, „46+1“ მასშტაბურად აღნიშნეს.
ღონისძიება მე-11 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა.
სოლიდარობის აქციაში ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული.
„მოსწავლეთა მარჯვე ხელებით უამრავი რესურსი შეიქმნა. იყო ბევრი ყვავილი, პოსტერი, პლაკატი. ხელიხელჩაკიდებული მსვლელობა, მზის ფერებით გაჯერებული დეკორაციები. ყოველივე ეს კიდევ ერთი მრავლისმეტყველი ნაბიჯი იყო ერთმანეთის გულებისაკენ და სიყვარულისაკენ. მადლობა ბიოლოგიის პედაგოგს ვერა ოდიკაძეს, მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეებს და ყველა მონაწილეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი