| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის, კახარეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და მუყაოსგან ფერადი წინდები დაამზადეს და ფოტოები გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
მამუკა მამსირაშვილმა ll ადგილი დაიკავა, ირაკლი მამსირაშვილმა კი - lll.