სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინფორმაციო სახის აქცია მოაწყეს
21-03-2019
-
+


ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური მასწავლებლის, ელენე ხმალაძის, ხელმძღვანელობით, საინფორმაციო სახის აქცია მოაწყო.

დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ჯგუფმა ყველა კლასში წარადგინა პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე. ასევე, დამზადდა ფლაერები და მოეწყო ნახატების გამოფენა.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება