| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით საზეიმო საღამო - „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო!“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მთვარისა ახვლედიანის ინიციატივითა და მეთორმეტეკლასელთა ძალისხმევით მოეწყო.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა კლასების რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებლები და მოსწავლეთა დედები.
„ღონისძიება მუსიკალური ნომრებით პირველკლასელმა თამარ ჩარკვიანმა დაამშვენა. თამარმა ბოლოს დედასთან ერთად სიმღერა სურპრიზად შემოგვთავაზა. საღამოს მომზადება- გაფორმებაში ძალღონე არ დაიშურეს მუსიკის მასწავლებელმა - მზეო მეშველიანმა და ხელოვნების პედაგოგმა ლალი კოპალიანმა, სუფრის გაწყობა- გალამაზებაში კი - ქალბატონებმა, ნატო ხეცურინის ხელმძღვანელობით.
საზეიმო საღამო მიჰყავდა ახალგაზრდა პედაგოგ თეონა ფრუიძეს, რომელიც უშუალობითა და კეთილგანწყობით ხასიათდებოდა. იყო ბევრი გულწრფელი ემოცია, ღიმილი და აღტაცებით მოგვრილი ცრემლი, ასე რომ, უთბილესი საღამო შედგა, სწორედ ისეთი, ამ დღეს რომ შეეფერება. ითქვა ძალიან ბევრი სამადლობელი სიტყვა, განსაკუთრებით - მშობლებისაგან, რაც ჩვენთვის უპირველესია. სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს: მთვარისა ახვლედიანს, მზეო მეშველისნს, ლალი კოპალიანს, თეონა ფრუიძესა და ნატო ხეცურიანს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი