| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის N8 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სწავლას პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვეცის საშუალო სკოლაში აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა 4 წელია ქართულ-პოლონურ გაცვლით პროგრამაში - „ლედერობის აკადემია“ მონაწილეობს.
„ყოველ წელს პოლონელი მეგობრები 20 მოსწავლესა და 4 პედაგოგთან ერთად ჩვენი სტუმრები არიან. ჩვენი 20 მოსწავლე და პედაგოგები კი ამ სკოლას სტუმრობენ 10 დღის განმავლობაში. ეს არის სხვადასხვა აქტივობით დატვირთული, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის ზიარების 10 შთამბეჭდავი დღე - სავსე სიყვარულითა და მრავალი ბედნიერი წუთით...
ოთხწლიანი მეგობრობის შედეგია ის, რომ ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის სამი მოსწავლე - ინესა მულაძე, თენგიზ ნიკოლაძე და ბაჩი ლაცაბიძე, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ჩეხანოვეცის საშუალო სკოლაში აგრძელებს სწავლას, წარმატებები მათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი