სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლამ „eTwinning School Label 2019-2020“ ტიტული მოიპოვა
18-03-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლამ „eTwinning School Label 2019-2020“ ტიტული მოიპოვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა რამდენიმე წელია აქტიურად ჩართულია eTwinning-ის პორტალში და პორტალის საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობს. 

ამ ყველაფერს წარმატებით უძღვება სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

ითვინინგ“ პორტალი წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ყველა სკოლას თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებით. 

„წარმატების გზა საკმაოდ რთულია, საჭიროა მოთმინება და სწორი სტრატეგია, თავდაუზოგავად უნდა იღვაწო, შენი წარმატების უნდა გჯეროდეს და უკან არასოდეს უნდა დაიხიო... და, რა თქმა უნდა, წარმატების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს ნაცნობ-მეგობრების წრეს, ოჯახს და სამსახურს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ატარებ დროს დაღამებამდე.... სწორედაც ეს წარმატება - ,,eTwinning School Label 2019- 2020“ ჩვენი სკოლის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის, გამარჯვებაა. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით მთელი სკოლის მასშტაბით, თითოეულ სადამრიგებლო კლასში პროქტებით დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც „ითვინინგ“ პორტალზე ქვეყნდებოდა. დიდია სკოლის ხელმძღვანელის ხელშეწყობა და დახმარება ამ წარმატების მიღწევაში. წელს ჩვენი პროექტი ,,We discower European tradicions and customs” დასახელდა წარმატებულ საერთაშორისო პროექტთა შორის, რომელსაც კორდინატორობას უწევდნენ და მოსწავლეებთან ერთად აქტივობები განახორციელეს პედაგოგებმა (დირექტორი მ. ბახტურიძე, ო. გრიგალაშვილი ნადეჟდა წიქარიშვილი, ლილი კუპატაძე, ელიზა კვინიკაძე ხ. ასანიძე) .

ვულოცავ საქართველოს და ევროპის ქვეყნების ყველა სკოლას ამ ფანტასტიკურ ,,eTwinning School Label 2019-2020“ ჯილდოს, რისთვისაც პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდნენ. გილოცავთ ჩემო კოლეგებო, მოსწავლეებო ამ წარმატებას მე მჯერა ჩვენი შემდგომი წარმატებების“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დღეს ქართული ენის გამოცდა 30-მა ბრალდებულმა ჩააბარა, მათგან 10 გოგოა

„მოიდა ჯაყოიიი... დიდი დაბრუნება 2022 წლის შემდეგ“ - მეორე ვარიანტის საკითხი ცნობილია

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

დიდი შოთა და გმირთა ვარამი პირველ გამოცდაზე - საკითხები ცნობილია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია

თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება