სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N70 საჯარო სკოლის კლუბი „პრეამბულა“ საკლუბო ინიციატივებსა და ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს
18-03-2019
-
+


თბილისის N70  საჯარო სკოლის მოსწავლეების კლუბმა „პრეამბულა“ პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წელს სხვადასხვა საკლუბო ინიციატივა  განახორციელა. 

პირველი ღონისძიება, რომელიც კლუბმა ჩაატარა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მიეცი დედამიწას სუნთქვის საშუალება“ იყო. 

ინიციატივის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა: კინოჩვენება, გამოფენა ,,ჩვენი თვალით დანახული დედამიწა“, ხეების გაკირვა, დასუფთავების აქცია, აქცია ,,გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე“ და დაიდგა მინი-სპექტაკლი.

ასევე, ჩატარდა ტრენინგი „თანატოლთა შორის ძალადობა“, სადაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და  გამართეს დისკუსია. აღსანიშნავია, ასევე, კიდევ ერთი ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. 

2018 წლის 26 მაისს კლუბ „მომავლის თაობის“ ინიციატივით სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ამ დღეს სკოლას პოლკოვნიკი რევაზ ნიკოლეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ამ დღის მნიშვნელობა და ასევე ესაუბრა მათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. 

კლუბ „პრეამბულას“ შემდგომი ღონისძიება იყო ,,მე, შენ, ჩვენ ნათელ დღეებში“. სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ბავშვთა სახლს ,,სოს ბავშვთა სოფელი“. ამ ინიციატივების ფარგლებში მოსწავლეებმა დაგეგმეს, როგორც სპორტული, ასევე შემეცნებითი აქტივობები. აღსანიშნავია, ისიც რომ მათ განწყობაზე იზრუნეს ანიმარტორებმა.

„პრეამბულამ“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა მცირე საგრანტო კონკურსში ,,წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება’’. ამ გრანტის ფარგლებში კლუბის წევრთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა ლიტერატურული კაფეს ჩამოყალიბება სკოლაში. კლუბ „მომავლის თაობის“ ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები: შეხვედრა მწერალ ლელა კოდალაშვილთან, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგები, გამოფენა „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“, აქცია ,,წიგნი თუ ფილმი’’, აქცია ,,მაკულიტერატურა’’, ითანამშრომლეს კლუბ ,,მწვანე ციკლთან“ და ადგილობრივ თვითმართველობასთან. 

კლუბი აქტიურ მუშაობას ისევ განაგრძობს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება