სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მომღერალი კონსტანტინე კარანაძე ესტუმრა
18-03-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-5-2 კლასის მოსწავლეებს, დამრიგებელის ნათია გოგნიაშვილის მიწვევით, მომღერალი კონსტანტინე კარანაძე ესტუმრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის თემა იყო - „როგორ შეიძლება გახდეს უბრალო ადამიანი ცნობილი სახე და რას ნიშნავს „კარგი მეგობარი“.

„მიმდინარე წლის 20 თებერვალი, ხუთშაბათი, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა უნდა გითხრათ, რომ N106 სკოლის მეხუთეკლასელებისთვის გახლდათ არაჩვეულებრივი დღე, ამ დღეს აუხდათ ოცნება - „შეხვედროდნენ ისეთ ადამიანს, რომელიც გულღიად მოუყვებოდა თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ და ისაუბრებდნენ მის მომავალ გეგმებზეც“. კლასის დამრიგებელმა, ნათია გოგნიაშვილმა, ოცნება აუხდინა პატარებს, მათთან შესახვედრად მოიწვია - „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი კონსტანტინე კარანაძე მეგობრებთან ერთად.

მეხუთეკლასელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შეხვედრა თბილი და სასიამოვნო აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა სტუმარს უამრავი კითხვა დაუსვევს: ვისი თხოვნით მონაწილეობდა „მხოლოდ ქართულში“? წერს თუ არა თავად მუსიკას? ვინ არის მისი მეგობარი? როგორ შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას და რა არის ამისათვის აუცილებელი? ჰყავს თუ არა შეყვარებული? რომ ჰქონოდა ნატვრისთვალი რას ინატრებდა? და ა.შ.

მოსწავლეებს ძალიან ბევრის გაგება სურდათ, კონსტანტინეც აკმაყოფილებდა პატარების ცნობისმოყვარეობას. ბავშვებმა გაიგეს, რომ მას ძალიან უყვარს ბებია, მისი სურვილი გახლდათ შვილიშვილს მიეღო მონაწილეობა „მხოლოდ ქართულში“.

კონსტანტინემ გაამხილა საიდუმლო, მან იცოდა, რომ სოფო გაიმარჯვებდა, იმ მიზეზით რომ ის ძალიან კარგად მღერის, ბავშვობიდან იტაცებდა მუსიკა და თავადაც წერს სიმღერებს.

კონსტანტინე, ბავშვობიდანვე მეგობრობს ბესიკ ქოპილაშვილთან, რომელიც მის ჭირსა და ლხინს იზიარებს. აღნიშნა, რომ წარმატებისათვის საჭიროა მიზანდასახულობა და შრომა. პატარებმა გაიგეს, რომ კონსტანტინეს ჰყავს შეყვარებული, რომელსაც დიდ პატივს სცემს. რაც შეეხება ნატვრისთვალი, რომ ჰქონოდა... ინატრებდა საქართველოს გაერთიანებას ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე.

მეხუთეკლასელებმა ახალი მეგობარი შეიძინეს. მათ შეიტყვეს, რომ კონსტანტინეს უყვარს ფეხბურთი და დაპატიჟეს ფეხბურთის სათამაშოდ. ორივე მხარემ პირობა დადო, რომ არ დაივიწყებენ ერთმანერთს და აუცილებლად გააგრძელებენ მეგობრობას.

პატარებს უფროსმა მეგობარმა ავტოგრაფი დაუტოვა და რამოდენიმე საყვარელი სიმღერაც შეასრულა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება